↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი ძმას

გაბაიძე გიორგი

2021-05-151 წთ საკითხავი11940 ნახვა

—
(თემურ გაბაიძეს)
მე ახლა უშენო ღამეთა პროფილებს დავივლი,შენგან კი შორს არის ჩემეულ ღამეთა ანფასი,ყველაფერს მივცემდი წარსულის ოცდაერთ წამისთვის,არადა წარსულში წამი ხომ ამდენად არ ფასობს.შენ ახლა ამაყობ (უხეში) სამხედრო სამოსით,არადა ყოველდღე ვცდილობდით ბავშვურად შემოსვას,რა მოგვცა ცხოვრებამ სოფლიდან ქალაქში წამოსვლით?ფილტვების სხვა ერით, ჰაერის სიმძიმით დაოსილთ,არ ჯობდა ჯვარდასმულ მჭადების ბურ-ორთქლი გვეყნოსა?!
ხომ ვიცი მარტო რომ დარჩები მიხსენებ ... მოგწერე,პირველი მაინც მე გავბედე - პოეტმა, მისმინე,ხვალ ან ზეგ სოფელში მივდივარ და იქ რომ სოფლელებსშევხვდები დავკოცნი, შენებს და ჭალა-ღელისპირებს,სადაც ჩვენ დავრბოდით წარსულიში... და ახლა მოცელეს...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი