↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მიდუმებულა გარემო,ზღვა არ ბობოქრობს,ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურ,ის მხოლოდ ფიქრობს.მას აგონდება წარსული დრო,დრო ძლიერების,როგორ ხვდებოდა ამომავალსდილის მზისა სხივს!ტალღას ტალღაზედ შეარწევდაბობოქრობითადა შესძახებდა გრძნობით იგი:„გამარჯვებითა!“გადახედავდა აწითლებულსიგი თავის ტანს,კვლავ შეხაროდა კავკასიისმზეს ამომავალს...ცა მხიარული, მოწმენდილიზე დასცქეროდა,ცის ლურჯი ფერი მის ტალღებშილურჯად ჰკრთებოდა.ეხლა უძლური, უსიცოცხლოზღვა არ ბობოქრობს,ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურ,ის ფიქრობს, ფიქრობს...მოუსვენარად მას ნიავი ეჩურჩულებადა დასავლეთით მზე ესვენება.
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი