↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო (ეხლა ასეთი სიმართლეც)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
„ეხლა ასეთი სიმართლეც კი არვის აშინებს“, -მხრების აწევით ამბობს ქალი და მიუთითებსსასაფლაოზე დაფენილი ვარდების წყებას -შავებით მოსილ ქალთა შორის დაცემულ ქალებს.ქალ-ვაჟი რაღაც იდუმალად უცქერს ერთმანეთს,უცხო ენაზე ლაპარაკობს ლამაზი ქალი.„ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ, ეხლა ქართულად!“„მე ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, ასე მგონია.ასე მგონია, შეგაწყინეთ კიდევაც თავი“.„არა, მე თქვენთან საუბარი არ მომწყინდება“.„ნუთუ თქვენ ეხლა შეგიძლიათ გულდამშვიდებითსაუბრის სმენა? განა ეხლა ასეთი დროა?“„მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით -ილაპარაკეთ, გევედრებით... ოღონდ ქართულად...ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“...
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი