↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომანსი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
გელოდი, სატრფოვ! ტანჯვა-შფოთვაშიმე გავატარე ღამე წყეული,ბედნიერება ახლო მეგონა,ლოდინად ვიყავ გადაქცეული...
ფეხის ხმას მოვკარ ქუჩაზე ყური,გული აღმეგზნო და ავკანკალდი.სწრაფად ოთახი გავაჩირაღდნე,მაგრამ, ღვთაებავ, შენ არსად სჩანდი...
გათენდა კიდეც... მაშინ გავიგე,რომ შენს ნაზ მტრფობელს უნდობლად მცდიდი,მხურვალედ ზეცას მივაპყარ თვალი,პირ-ქვე დავემხვე და ავქვითინდი..
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი