↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106458 ნახვა

—
ეხლა რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.გულში მწუხარებამ ღამე გაათია...მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,მთელი შემოდგომა თავზე დამათია.ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?რომელი საათია? რომელი საათია?
სამი, შეიძლება, არის მესამედი,მაგრამ გაიხედავ მაინც წყვდიადია,კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -რომელი საათია, რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -რომელი საათია, რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარითითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!რომელი საათია, რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასითრობის საათია, ღვინის საათია!ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -რომელი საათია?
***შეხედე რა ცაა! -ეს არის, რაცაა!
შეხედე ამ მხარეს! -ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე რა ზღვაა!ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიზაა!რა ცაა, რა ცაა
***ატმის რტოო, დაღალულო რტოო,ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,ქარიშხალი მოდის საიმდროო,ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრევა ნარგი,ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,თუ გადარჩი, ხომ გადარჩი კარგი...ატმის რტოო, დაღალულო რტოო.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი