↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავრორა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება, ვით ღიმილი,ფერმიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
ნისლში მყოფი არემარე ნანგრევების არის ჩრდილი,არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე.ყოველი ხე და სამარე, ხევხუვებში მოფენილი,არის უღვთოდ მოწყენილი.
ამოვდივარ!.. ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,მთის მწვერვალო, მაგ შენ კალთებს ნუ ელტვიან იმედები,მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს!
ამოვდივარ!.. გულისნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს!..მალე, მალე ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს!..
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი