↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავრორა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106505 ნახვა

—
გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,არის უღვთოდ მოწყენილი.ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს...მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი