↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდის ჭალების სული მცურავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,არ გახსენდება დიდი შარაგზა.შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს,აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა.არ გაგონდება ჩვენი თუთები,არ გაგონდება ჩვენი ფშანები.არც შორი სახლი ნასათუთები,არც ღრუბლიან დღის კაეშანები.ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა.მდინარემ წყალი შემოადიდა,კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა:დაფარულია მთელი მინდორი,თანდათან მღვრიე რიონი მოდის,მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის,მოაქვს ხეები, მოაქვს მორები,მოაქვს ჭალების სული მცურავი,მოუახლოვდა სახლებს მორევი,მდინარის რისხვა და სამდურავი.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი