↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოედანზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
მასხარა ეხლა აღარა ჰგავს იმ მშვიდ მასხარას:იმისი სახე არის ოხვრა და ტრაგედია,მაგრამ ის ეხლაც არ ეშვება ცარიელ სიტყვებს,მას კიდევ ხელში შერჩენია ბალალაიკა,რომლითაც იგი წუთის წინათ ყველას ართობდა!ძლივს-ძლივას ასწრებს ფეხტიტველი მეუდაბნოეთავის დაღწევას. ბარაბანის დამკვრელი გარბისდა სცემს ბარაბანს. ის ყასაბი, ხორცებს რომ სჭრიდაწინსაფარით და ხელში დანით, მოუხეშავი,სულს ძლივს ითქვამს და მილასლასებს.მოსამსახურე ქალი მისდევს მიმქროლ ქალბატონს.მოგება მომეც! - გაედევნა ვიღაცას ჩარჩი.ამნაირ ზღაპრებს ვინ ავრცელებს - ამბობს ვიღაცა,მაგრამ ნამდვილი ამბავია - არა ზღაპარი:მანიფესტანტებს მეთაური მიუძღვის დროშით,და მოედანზე საოცარი ისმის სიტყვები.
1918მოსკოვი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი