↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლოშენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადიოცნება, ნახაზი საგანთა უარით,ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიდა ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთიამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,საღამო ნელდება და კვდება ვარდები...მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..
1917ტფილისი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი