↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბავშვები კაფეში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მე არა ერთი მინახავს ბავში,პატარა, როგორც ოქროს წიწილი,ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღშიგაისმის მათი ზარის სიცილი.მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის,გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.მშიერი სახით კაფეში შედისბავშების გუნდი შიშველ-ტიტველი.მათი თვალები აღარ იცინის,ხედვაში ხანჯლის არის ციება.არ ეპატიოს - კვნესენ ისინი -ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი