↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არიან დღენი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.შენ გენატრება მოკლულებით ფენილი ტევრი,შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი.არიან დღენი, საუკუნეთ უფრორე მძლენი.ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრიარიან დღენი.არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი.იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი...არიან დღენი.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი