↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არგონავტები ახალი დროის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
იქ, სადაც მთანი დარაჯად დგანან,ბიბინი გააქვს ზურმუხტის ჭალებს,სადაც არწივი მწვერვალებიდანდიად ბუნებას ხარბად თვალს ავლებს,სადაც ფაზისი მოქუხს და გრგვინავს,ხან მკაცრი, ხანაც დაღონებული -დიდი ხანია შრომის სახლი დგას,ძებნათა ეშხით დამონებული...დრომ რომ წაიღო უბოროტესმა,აქ საწმისია იმ ოქროისა,მოვდივართ ახალ აღმოჩენისთვისარგონავტები ახალ დროისა!
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი