↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სიტყვა არ წამოგცდეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
სიტყვა არ წამოგცდეს,რომ შენ დაიღალე,განზე გადექი დატყვია დაიხალე.გული გაიხელე,სისხლით გაიხალე,ოღონდ არ წამოგცდეს,რომ შენ დაიღალე.განა ცოტა იყოჩვენში გატაცება,ქარში გადავარდნა,ჯვარზე გადაცემა.ფიქრობ: არ გაწვება,დუშმანს დაეწევა,უცებ ბრუნდება დასულით დაეცემა.ბევრჯერ მიზნისთვისაცშეუკურთხებია,სახე მწუხარებითმოუმწუთხებია.სიტყვა არ გაბედო -რომ შენ დაიღალე,განზე გადექი დატყვია დაიხალე.გული გაიხელე,სისხლით გაიხალე,ოღონდ არ გაბედო, -რომ შენ დაიღალე.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი