↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო პარიზში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მოლივლივებს, ითლებასხივტეხილის ფენობა,აქ არ გამოითვლებამათი რაოდენობა.
მათი რაოდენობა -ვარსკვლავიც ვერ ედრება,ქუჩაა თუ შენობა,ბნე თუ გადათეთრება.
ჰაერით თუ რკინიდანალი ღვივის ფერადიდა ეცემა მინიდანშუქი ათასჯერადი.
და პარიზზე ფიცხელიიტბორება ღვარებად,ვით ლითონის სიცხელისმძაფრად გავარვარება.
არის ბრძოლის დამდეგი,ჩუმი ისმის ქუხილი,ჭექა-ქუხილამდე კიარვის მართებს წუხილი.
კაფეს არ აქვს კარებიდა ქარის სისინია:იტალიის ჯარები,წყნარი აბისინია.
კიდევ უფრო უარესყოფაშია სნობებიგაზეთ „პარი სუარი“-სუკანასკნელ ცნობებით.
მოლივლივებს, ითლებასხივტეხილის ფენობა,აქ არ გამოითვლებამათი რაოდენობა.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი