↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ირაკლი, მომგები ასი ომის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ყოველი მხრიდანბერავდა ქარი,მაგრამ ქართველიქედს არ იხრიდა,ოდეს სამშობლოსგარს ერტყა ჯარიყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან.
და ხმალს ფერავდამეფე ირაკლიდა იგი ხმალიელვასებრ სჭრიდა.ერთ მებრძოლს ასიეხვია მტერი,ყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან.
ლომო ირაკლი,იბრძოდი ისე,შენს ხმალს არასდროსბედი არ სცრიდადა გაოცებასიყო მსოფლიოყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან.
მრისხანე სტვენაიმა ხმალისამტერს და მუხანათსშიშის ზარს ჰგვრიდადა ქება ჰქუხდაირაკლის ძალისყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან.
გამარჯვებულიბრუნდება ჯარი,მზე ელვარებადიფრქვევა ციდან,შენი, სამშობლოვ,შენი, ირაკლი,ყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი