↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ირაკლი, მომგები ასი ომის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96960 ნახვა

—
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა,ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარიყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლიდა იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერიყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდადა გაოცებას იყო მსოფლიოყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
მრისხანე სტვენა იმა ხმალისამტერს და მუხანათს შიშის ზარს ჰგვრიდადა ქება ქუხდა ირაკლის ხმალისყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
გამარჯვებული ბრუნდება ჯარი,მზე ელვარებად იფრქვევა ციდან,შენი, სამშობლოვ, შენი, ირაკლი,ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი