პოეზია · ლირიკა
ჩემი სიცოცხლე
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.შენით მოვიგე ომი მრავალი,ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,შენა ხარ ევას შთამომავალიდა მე კი - შენი ცეცხლით დამწვარიადამის ძე ვარ... და რა მეღონა,თუკი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.თუ გული შენით არ აღეგზნება,გული კი არა, ცივი ლოდია,ძველი რომი ხარ და ყველა გზებიდასაბამიდან შენსკენ მოდიან.მე შენს განგებას ვერსად წავუვალდა ჩემი ლექსი როგორ გაკადროშენ - ჩემო დიდო დღესასწაულო,ჩემო სათავევ და შენაკადო!მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,მარტო ვიყავი და შენ გინატრე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა სამოთხეში დაგაბინადრე...