პოეზია · ლირიკა
ირაკლი მეფის ქება
ღმერთო! მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,ირაკლი!
ვამკოთ ქართველთ ცხებულიღვთისგან განმეფებული.დავითის შტო ქებული,ირაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწეირაკლი!
როს ქართლს აღმოუბრწყინდა,ყოვლი მძლავრი შეშინდა,მით სახელი განდიდაირაკლი!
ღმერთო მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ-ქვრივთა, გლახაკთ მწე,ირაკლი!
აღაყვავა სჯულია,ქრისტეს ბრძანებულია,მოსცა მჰსჯავრი სრულიაირაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,ირაკლი!
მარადის ებრძვის სპარსთა,მახმედისა მოსავთა,ბევრგზის სძლია ოსმალთაირაკლი!
ღმერთო მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,ირაკლი!
ეზრახვის რუსთ-ხელმწიფე,აღუთქვამს, ექმნას შემწე,რადგან ოსმალთ არის მძლეირაკლი!
ღმერთო! მოეც დიდი დღე,მტერზე განაძლიერე,ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,ირაკლი!