პოეზია · ლირიკა
ცის ნაჭერი
როცა დილა სარბევია ღრუბელთადა ვერ ვხედავთ მაცოცხლებელ საფირონთ, _დავარწყულოთ მაინც შუქით უბე დაცის ნაჭერი ჭიდან ამოვაფრინოთ.როცა სცივა სულსაც ღრუბლის ველივით,მოედება როცა წვიმა ალიონთ, _ცის ნაჭერი ჭიდან ამოფრენილი,არ მოვითქვათ სული, ისე დავლიოთ.