პოეზია · ლირიკა
ჩემი გრამატიკა
მე ვარ სახელი არსებითიდა მე წარმომთქვა მიწამ შენმაშენივე ზეცის გასაგონად...ხოლო შენ ზმნა ხარ უზენაესი,შენშია ყველა მოქმედება,სულისჩამდგმელი...შენშია ყველა ზმნა, რომელთაცმე მაზიარე:ვწერ, ვსუნთქავ, მიყვარს,ვესალმები, ვლოცულობ, მივალ...ეს შენ კარნახობ მოძრაობას ჩემსას,ძლიერო,და მე ვარ შენი ქვეშევრდომი,შენი ქვემდებარედა მიმსახურე,სამშობლოვ, ჩემო შემასმენელო!..