პოეზია · ლირიკა
ტკივილი ლერწმის
სანამ მომაგნებს მზის სიხალისე,გულს მანამ ბნელი დუმილი კენწლავს,ვერა, ვერა ვთლი სალამურს ისე,ტანი რომ აღარ ვატკინო ლერწამს.თითქოს ფასი აქვს ბალახის ღერისიმას, რაც მტანჯავს, იმას, რაც მეწვის...ჰა, სალამური მღერის და მღერისდა არვის ახსოვს ტკივილი ლერწმის.