პოეზია · ლირიკა
საქართველოა ზურაბის ციხე
საქართველოა ზურაბის ციხე,თვით ციხეები - თითო ზურაბი,და როგორც სურამს ის ბიჭი, ისემიწას ჩაუკრავს მათი დუღაბი.
ცა იქცეოდა დედის გოდებითდა გაბასრული ხმლები ელავდნენ,თითქოს კვნესოდნენ ტინის ლოდები;"ვაი მუხლამდე, ვაი ყელამდე!"
ბევრჯერ მოედო სისხლის ყაყაჩოდა ნახმლევების ქვაზე ნავარდიყველას შემორჩა, მაგრამ არასდროსარც ერთს არ უთქვამს: "ვაი გავთავდი!"
გახედე წარსულს, შიგ მოცახცახე,შაოსან დედის ლანდი ირხევა,მოდი ნუგეშად, მიდი, გასძახე:"თვით ზურაბია, განა ციხეა?!"
უთხარი, რომ მზეს შეჰყურებს ისევ,ათასი სევდის ამომძირკველი...საქართველოა ზუარბის ციხედა ზურაბივით დგანან ციხენი.