↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ, მოტრაპეზევ!

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7056 ნახვა

—
ნუ, მოტრაპეზევ!ეგ ბახუსი - ჩარჩი ვერაგი -ნუ მოგისყიდისმთვარეული ღამის ყანწებით!
რად მოგიღეღავსდარდიმანდის ჯაჭვის პერანგი -წაგძლევს სული დაუნუგეშოდ განიძარცვები!
რას გვემართლები,რომ უგზოა შენი გზა-კვალი;რომ შენი ტომისიყვარულის სენით ამოწყდა;
რომ მოგჯარვიაუთვალავი თვალი-მზაკვარიდა გეზარებასატევარის სამტროდ ამოწვდა;
რომ დიადიაოქრო პონტის თუ ტრაპიზონისდა რომ სიწრფელითშეშლილ კოცნას მეტი ფასი აქვს...
ნუ, მოტრაპეზევ! -ყურს გიგდებენ მოტრაპეზენიდა იფიქრებენ:აბეზარი მატრაბაზია!
გადევნებია,დაე, ეულ ნაბიჯს ნურავინ!დაე, დამსკდარა მარანშივეურვის ჭურები!
ნუ აენთები -გათანგვამდე ნამიჯნურალი!ნუ იღვენთები -გათანგული უმიჯნურობით!
ვიცი, უჩქამოდ იდოლაბო -უფრო გაცვდები;მეფისტოფელის კერძი წამი,ვიცი, მოგშივდა...
ნუ, მოტრაპეზევ,ღია თვალებს ნუ მოაწყდები! -არ გადმოვარდეუშორესი სულის კოშკიდან!
ვინ შეიწყნაროსმარტოსულის ბედი-მზარავი -უფსკრულის პირადგაგიჟება შმაგი ჭენებით!..
ნუ, მოტრაპეზევ! -დაგიჯერებს მაინც არავინ!
ნუ-მეთქი, თორემ,სადაც არის -დაგიჯერებენ!
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი