↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც გავშალე

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7073 ნახვა

—
რა გავშალე და,ისევ ის, ჩემი სიამაყე _ძველი დროშა ჩემი.
იქნებ გეგონათ,აქამდე ვერ ამოვიტანდი?აი, თუ ვერ ამოვიტანე!
დიდი ამბავი,თუ ზედ ისე შეზელილასხვადასხვა ფერი,რომ ვერ გაარჩევ, რა ფერებია,ანდა თავისი რომელია,სისხლის _ რომელი,რომელი კიდევ _გადმოხვეტილი შარაგზებისა,გადმოხოხებული ბილიკებისა,გადმოცურული მდინარეებისა დაგადმოლაფული ჭაობებისა;რომელი _ მზის ნაფეხურია,რომელი _ მთვარისა,რომელი _ წვიმისა დარომელი _ ქარისა.
დიდი ამბავი, თუ ისე გაცრეცილა,გაფხეკილა და დაფხავებულა,რომ, რაც უნდა აფრიალებდეს,თავისთვის გადი-გამოდის მასში.
და რა თქმა უნდა, რომ მით უმეტეს,ვეღარასოდეს წაიკითხავ,ზედ რა ეწერა.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი