პოეზია · ლირიკა
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამიდა ზმანებების პირისფარეში.ჯანდაბას ათასერთივე ღამისსულის ამოხდა ღია თვალებში;ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -შენი მწარე და მწირი ხუმრობა.ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,ქარწაღებული კირითხურობა;ურვის ურდოთა შემოწყობანი,გახსენებული გემო ცრემლების.ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარისმკითხველები და გამომცემლები;გული - საშენოდ ძლივს მონაკრებინაკუწ-ნაკუწი ავლადიდებადა თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლებიჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..მაგრამ:თუ ხსოვნა განგების დასებსჩემში შანთებით ამოუტვიფრავთდა ვით დამეცი ქარიან თავზე,არ დამავიწყდი ისე უტიფრად;კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;თუ შემიგინე შემოსაყრელიქალწულიცა და ნაქალწულარიცდა ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;თუ შემატოვე თოვლიან ბაღებსგონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -ნურც გაკვირდები:ვეღარ გავქვავდე,როგორც საცრემლე მესაფლავეთა;ამომივიდეს ყელშიაქამდეყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;თავს დავაბრალო ჟინი ბავშვურიდა ყულფში გავყო მთელი შეგნებით -სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩურიამბოხებული მხედრის ჩექმების...გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...- ასე დაერქვას შენი სახელიდაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.