↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უნდა დაგიბრალო

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7057 ნახვა

—
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებითსული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ დასანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებითისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი