პოეზია · ლირიკა
ყოფნა ყველაფერში
გავხდები: შენი რიგითი წუთი,ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე,სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,მტვრიანი ქუჩა _ აპრილის მოწმე.გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,შენი ხელ-პირის დაბანა დილას,სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.გავხდები: შენი მეზობლის წყევლა,ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,პატარა ბიჭის დარჩენა მძევლადდა ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.გავხდები: შენი ერთგული ჩანთა,სუნამოს ბოთლი, საფულე, მძივი,კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.გავხდები: წვიმა, გაშლილი ქოლგადა ქვაფენილის სველი ლაქები,ღამის პერანგი ან ძილში ბორგვათავზე ხელების შემოლაგებით.გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,აბაზანაში ღრუბელი ქაფისდა უცხო ზურგის შექცევა ბართან.გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის,ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა,წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,ჭურჭელის გროვა, დამწვარი ტაფა.გავხდები: დილის პირველი ყავადა გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,წარსული, რომელიც გაგიხდა ავად,წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,ან თუნდაც შიში, თორმეტი წლის წინ,როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,თუ გინდა _ თეთრი, თუ გინდა _ ზანგი,თუ გინდა _ ჭრელი სარეცხის თოკი.გავხდები: შენი თამბაქოს სუნი,სავსე საფერფლე, ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლულინიკოტინისგან ყვითელი ჭერი.გავხდები: თოვა ცისა თუ ნუშის,ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.გინდა, გავხდები რაც იყო გუშინ?ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი...