↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვავილების გვირგვინი

ზანგური გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი16359 ნახვა

—
მუცლიდან გარეთ,გარედან შინ.რწევა აკვანში,რწევა აკვანში,რწევა აკვანში.პირველ ნაბიჯებსდედის გარეშესწავლობ მანეჟში;სიტყვის უაზროისმის თამაში:მინდა `ატაში!~სკოლიდან სახლშიმარტო მიდიხარ,უკვე დიდი ხარ,თანაც ხიდი ხარ,როცა მამიკოსლანძღავს დედიკო;ყვავილებს ჩუქნიკლასელ მედიკოსარ იცი რატომ.თანდათან პალტომოკლდება ტანზე,წარმოდგენებმასაკუთარ თავზეუცებ იმატადა გაგინათა აზრებმაც გონი.მეგობრობაშიჩახვედი კონი _გამსკდარი ტუჩიდა შეუერთდიქუჩის დარაჯებს,ბირჟას ამაგრებ;თუთუნს არ აკლებრგოლებს და ნაფაზს,ყვავილებს უკვეუგზავნი მაკას.წვერგაპარსულიამთავრებ სკოლასდა შენთან ბრძოლაბეზრდება ყველას,თან შენს მაგივრადგამოცდებს ღელავსმთელი ოჯახი.თურმე ყოჩაღიბიჭი ყოფილხარ,სტუდენტი გახდიდა შენთვის ნაღდისაჩუქარიაქეიფი, ღვინო.ყვავილებს შენგანღებულობს ნინო,შენი კურსელი.ტუჩებს უსველებლამაზ გოგოებსდა კარუსელინაზად ტრფიალებს;თამადა დაცლისსავსე ფიალებს,შენა ხარ ქმარი,ყვავილის ბუკეტსზურგს უკან ისვრისთეთრონი მარი.მუცლიდან გარეთ,გარედან შინრწევა აკვანში,რწევა აკვანში,რწევა აკვანში.გეყოლათ ბავშვი,ცოლი კი შალშიგახვეული,დაღლილი გიცდის,სხვა ქალი გიწვდისგაშლილ მკლავებსდა შენ ღალატობ,მერე მთელი ღამცოლთან კამათობ,ქალის, სუნამოსარომატს თმაში.შენ სწორედ მაშინგადარჩი მისგანუსიტყვო გაყრას;სული უბერელოგინზე ჩამქრალჭიაკოკონასდა პაწაწინა გაჩნდაგოგონა,სახელად ქეთი _ყველაზე დიდისაჩუქარი,ყველაზე მეტი.შენი ცხოვრებატრიალებდა _ბორბალი დროგის,დრო კი... ოთახშიშვილიშვილიდარბოდა ცელქი.შენ თითქოსქერქი გაგიმაგრდა,ითვლი ჭაღარებს.კვირტი გახარებსმოხუც ბაბუას,ჭადარის კვირტი.ქარს დაუკვირდი,მოგონებას _ფოთლებს გაგაცვენს,საფლავს ჩაგაწვენსდა ყვავილებისდაგადგამს გვირგვინსსიჩუმე ირგვლივ.მუცლიდან გარეთგარედან შინრწევა აკვანში,რწევა აკვანში,რწევა აკვანში...
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი