პოეზია · ლირიკა
ქალის ეპოქა
უშნოდ ლამაზია ეს ქალიადამიანისფერ თვალებით,სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით.
მზეზე სახრჩობელა კიდია,სხივებმა ატმები დახოცეს,ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს.
სული აქვს აპრილზე მუზადი,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,ტანი აქვს თლილი და უზადო,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა,არ იყო ეს ქალი ერთგულიდა ახლა ვნებების ქარია.
სევდისგან ეცვლება ნაკვთებიამ ღმერთის საცოლე პითიას,ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები,ეს ქალი ცოცხალი მითია.
იები ამ ქალის სულს ზრდიან,მგონია ეს ქალი თამარს შობს,ეპოქა ქალივით სუსტიადა კაცის ნერვებზე თამაშობს.