პოეზია · ლირიკა
მიამიტური აუხსნადობა
ბნელი სფერო თავისქალის ოვალზე ბობოქარია,არსი იღვრება ამომშრალი სულის კუნძულზე;გამაყრუები სისინი კაწრავს სივრცეს._ (მინდა შენს მზერაში, ტანშიშველმა ვიბანავო...)და დახშულია ურწმუნოების მძიმე საიდუმლო.მოკრძალებულ ირონიას ვაფრქვევ ჰაერთა მასებს,ყოფის კოდექსი ჩაიწერა აღთქმების წიგნში;ნაკლულ ვნებაში აიღრევა უსაზრისობა!.._ (მე ვიტკენ სახეს, უსასრულოდ შენგან ამბორით!)არ მივაწყდები გადარჩენას მუხლებზე ჩოქვით _მხოლოდ გუმანში დავაჩოქებ ტვინის ნაოჭებს.და მკვდარი ბავშვი გამოჩნდება დედის საშოდან...პირადი რწმენა აწარმოებს ჩემ სულის აბორტს!მიკარგულ ფაქტთა, შეუძლებლად ცრუ სიმფონიით._ ვარსობ, თან ვამხობ შთაგონების გაუთლელ მწვერვალს,რად ვარ უტაქტო, იშვიათად შთენილ დღეებში?!რკინის ძარღვებში _ ნავთიანი სისხლი მოშხუის,სახსრების ხრჭიალს ყავარჯნებით აწყობილ ტანში!..ნიავთან ერთად მოვარდნილი მძორის სურნელი~,_ (და ისევ მისი ნაღვლიანი თვალის სიწითლე!) _ვაფურთხებ ზეცას, გალაქტიკის უკიდობნიდან,თვითგაორებულ პერსონაჟთა სულთა საყუდელს.ხეზე მიჭედილ ჯვარცმაშია ეს მთელი ცოდვა...რადგანაც ქუჩას შეღამების ეტყობა ბინდი,რადგანც უკვე წარსულია დღევანდელობაც!რისხვის მანტია დამაფარეს იქეთურ არსთა._ დამწვარ სიზმრებში მოვლენილი გარდასახვების!აგორებული წლების ბოლქვი დროის მთებიდან _რომ მიისწრაფვის აწყვეტილი, ვინმეს ხსოვნისკენ!გაყრილი არ ვარ ჩემს საკუთარ ინდივიდისგან _განვერიდები, თუმცა კია, მასთანვე კამათსდა შრება ფიქრი აზროვნების მოჭიმულ თოკზე.მკრთალ სისველიდან იწურება გრძნობების ლორწო,სრულ-უსრულობის სასრულობა გასრულქმნილდება,გაუკვდავება უკვდავობის მარტივი მრწამსი!_ მე ისევ ვავსებ ამ გარემოს, ჩემივე მასით,მე ისევ მზარავს ყოფიერთა გადმობირება,თუმცაღა მათთან, არასოდეს გავვიგივდები!_ (ამგვარად გიხმობ, სევდიანო, წყლიან გუგებით,ამგვარად გელი, როს კარებთან დგახარ ეული!..__ ბნელი სფეროა თავისქალის ოვალზე დიდი,არსი დაღვარეს გაძარცული სულის კუნძულზე!