↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარათონს მოსწყდა

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4419 ნახვა

—
მარათონს მოსწყდა იმ აშარი ვნებიდან _ ხაზი,სართულთა შორის, რად იელვა სივრცობრიობამ?!ჩასახლდა სულში უბოროტეს სიკეთის მადლი _ნიადაგიდან აორთქლილა ძვლების სერობა...მოვარდა რუხი სკანდალების მყინავი შფოთი.გრძნობის ჯუნგლებში გადაცვივდა ჰავის სინესტე.რად მაკლდა ოდეს, შეძენილი სიმძიმე თვალთა?ტვინიდან გასულ არტერიებს აშრობდა მზერა._ არსიდან წუთმაც, ვერ აღიქვა მრგვალი კვადრატი!და მტკივან ტანზე ჩაიტვიფრა ნატერფალები.ამოიოხრა სულისფერთა რბილმა სისველემ,ვით ქალის კოცნა, ბაგეებზე შემაშრა ღელვა...გაქონდა ზარი და კივილი ალერსის ბახუსს.მე მთელი გონით ამოვთხარე მსოფლმხედველობა...მოგონებიდან ვინ კაწრავდა მძაფრ-ბედ რომანებს?!გადაგლეჯილი და გართხმული წინიდან _ უკან.სულთა კარდინალს დაეთხოვა ჩემი ინტიმი,და იგრძნო აზრმა საშინელი უმაქნისობა _რომელსაც სევდა და სიმძაფრე შემოჩვევია!_ რად იკბინება, იშხამება ვნების ორგია,როცა სიხშირით ესეტყვება ნალექი აზრი.ვით კარდინალი, აღჭურვილი წითელ მანტიით _მრავლდება ხელში ჩამოყრილი კრიალოსანი _უეცარ მსხვრევით...ო, შინაგანად გარდატეხილ სიმხეცეს ველტვიდა ყბათახლეჩვით დასივებულ უმსგავსოებას!_ ვიშორებ ფორმას და ვჭამ დროებას!..
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი