↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იზრდება თვალთაიზრდება თვალთა

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4421 ნახვა

—
იზრდება თვალთა არსშიწიაღების რთული გამა...და უკუნის კატეხიზისსეხეთქება ტვინთა მასა;მოვარდნილი და ნაგვემიავბედითი მწველი ტრავმა _ან ადამის მახინჯ ფიქრითდატვირთული თეთრი რასა!
რას იზიდავს, განკუთვნილი,გვამთა რისხვის უმწეობა?!სხვა მკრეხელი და სხვა მრუშიგაყალბდება მირაჟებში...მე საკუთარ ინდივიდთან მაკავშირებსმხოლოდ მტრობა _დატეხილი მუქ მინებად: მისაგნები _ მიუგნებში!..
სხარტ ქმედებას ეტმასნება ეს ბეხლეწი სიბინძურე,ფანტასტური შთაგონების კუნჭულშიამკრთალი ვნება...სააქაო, ვით სისავსე, აბსურდულად ამოვწურე _მისტიური ეიფორია ქაოტურად მეჯახება!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი