↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ მოგმართეს - ძაღლო! - მადლობა უთხარი

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
ჩემს გვერდზე, ჩემი ერთგული ძაღლი,მე შემომცქერის ბრძნული თვალებით...მას ვაცქერდები და მასში ვხედავ _გადაუხდელობას, ბევრი ვალების!ძაღლის თვალებში ვიკითხავ ყოფას,მთელი სიმძაფრე მათში დაგროვდა!_ ვამჩნევ სრულყოფას, მსოფლიო ხედვის,ჩემი ხედვა კი _ ნამდვილს დაშორდა!უცებ აყეფდა მწუხარე ძაღლი,_ რა გაახსენდა, ნეტავი, მივხვდე?..იქნებ აჯობებს, რომ მეც, მასსავითცარიელ ჯამთან უჩუმრად მივჯდე._ ძაღლს ესმის თურმე ქვეყნის ავ-კარგი,ვერ მოატყუებ მურას ან ცუგრას...ადამიანი _ მხეცთ შორის მხეცი _ცოდვების ზღვაში დამხრჩვალი ცურავს.ბევრმა დაწერა ძაღლებზე სიტყვა,ჩემს ძაღლზე ვწერო მწადია, მე _კი...დიდმა გრანელმაც ერთხელ დაწერა:_ როს დაღამდება, მოხუცი ჯეკი...~მე ერთგულება ძაღლისგან ვიგრძენ,ძაღლს სიყვარული დიდი სცოდნია!_ ღმერთო! როგორ ვთქვა, რომ ადამიანსძაღლი ათასჯერ უფრო ჯობია?!_ ჯობია! ალბათ, ვერა ვთქვი კარგად,არც შეედრება, სულაც, არაფრით!და დღეს მივდივარ, მას ვტოვებ მარტოდ,მივალ განცდების დიდი ამალით!განგებამ უწყის ჩემს ძაღლის ფიქრი,მაგრამ ვსაუბრობ, უსიტყვოდ, მასთან..._ როცა არა ვარ, ცოტა ხნით სახლშიძაღლი არ მივა არაფრით სხვასთან!ასეა რწმენა, ჩემი და სხვათა,ვინც ამ ცხოვრების აზრი გაიგო:თურმე ბუნებამ, ძაღლიდან მხოლოდ _სიტყვის უფლება უღვთოდ წაიღო!_ გვერდზე ჩათვლიმა ერთგულმა ძაღლმასიზმრადაც ნახა თავის პატრონი...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი