პოეზია · ლირიკა
თვითზეაღსვლითი მიღწევადობის განდიდებადი მიუსვლადობა!
სულში ამაღლდა მძლავრი გენია,გრძნობამ უარყო მკვეთრი ქმედება...ჩემს აღმაფრენას რაც კი ეხება _მთელი პლანეტის შენაძენია!
პარადოქსებით გაჭედილ ტვინში,გადაისერა მწუხრის ბოჰემა...წყვდიადში მესმის გულების ცემა,როს გარდაქცევის, მეწყება შიში!
ვერ აიხსნება ჩვეული ენით,თუ რა დიდია პოეტის არსი...ჩემი ნატურის, არ არის მსგავსი _ვერ დამეწევა, ვერავინ დევნით!
ჩაილეწება ქარებში ბოღმა,ვის რა შევუნდო, ან და კი რისთვის?!შლეგი აზრები სივრცეში იწვის,და არაფერში არ ვიცი ნორმა!
როცა მძაფრდება აღქმების სენიყოველთვის ვტოვებ საკუთარ ფუტლიარს _სული მოითხოვს გენიოს მკურნალს,_ (ღამის მორევში აჩრდილებს ვტენი!) _
_ სულში აზვირთდა ურჩი გენია,გრძნობამ განაგდო სხარტი ქმედება!..ჩემს გადარევას რაც კი ეხება _მთელი სამყაროს შენაძენია! _