↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოწამლულ ჰაერს

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4431 ნახვა

—
მოწამლულ ჰაერს უერთდება რონოდის შმორი,გრგვინავს ვოკალი, უსასრულო გარდასახვების;გამტანჯველ ტკივილს აეკივლა ხორცის სიმსივნე,მირაჟთა წყება დაიტბორა სივრცის მანტიით.გაკრთება სადღაც, უხერხული სულთა ორგია,შემრისხავს უმალ, მოშიშარი, აშარი შტრიხი...უენო ლაყაფს გაექცევა ყრონტის დაძაბვა _და გადასკდება ხელისგულზე სამყაროს ლანდი;მისტიურ მანდილს ემსგავსება ხმა _ სასწაული,როს გვამთა გუმანს დალპობისკენ წასვლია ფერი:მივარდნილ მტევანს ეკაწრება ძარღვების მასა!გადაქუფრული ნოსტალგია გადაიხრწნებადა შემაჟრჟოლებს ცივ კანკალით, ვნებათა ტევრი._ კვდება მეასედ, მოვლენილი ორჭოფი აზრი,ტვინში სივდება პედანტური წარმოსახვები.ფარსია ყველგან, სიუხვეში ჩაიმსხვრა წამი _მოაწყდა ბაგეს ათასგვარი, სხვა უტოპია._ მოვედ და წარვედ! _ გავიარე ფიქრის პროსპექტი~!,ხედვათა არსი, თვალბუდეთა განზომილებით, _შეუფარებლად გაშიფრავდა ვიღაცის სხეულს!აუტანელი ლტოლვებიდან გამოპარულიდა განძარცული შთაგონების მცირე ნიუანსი.ქანაობს ეტლი! თუ რონოდის ირწევა რკინა?სად მისრიალებს ჩემი გარსი, სხვებთან ნარევი?!იწყება კვლევა, შინაგანი პარადოქსების,გონის სიმძაფრით აიხსნება ჩემი პროფილი:_ ვხდები მორჩილი, ვინანიებ სიმრუშის წვეთებსდა წამლავს ჰაერს შელახული _ მენსტრო-გრაცია...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი