პოეზია · ლირიკა
წუთწამიერი უსაშველობით
ჩაიწრიტება მოლოდინი გადამწვარ მრწამსში,მძაფრი შეგრძნება ხასიათში ჩაიტვიფრება.ტვინის კორძები გადახარშავს სულის სიგნალებს _ამომქრალ სივრცეს გადაყლაპავს ქუთუთოს ლორწოდა მკვდარი სუნთქვა ამოავსებს დღეთა ვაკუუმს!_ გამიხშირდება ბაგაბუგით, ნერვების სკდომა,ლურჯ კაპილართა, მომედება ქსელი _ სახეზე!იმძლავრებს ხველა, ხმის იოგებს შემუსრავს ჭირი,მსუსხავი ტკენა ყრუ კივილით გამომაშტერებს,ო, ძალზედ ნელა, უჩქარებლად გავთახსირდები!..ტერფის ნაოჭში ჩასახლდება მანძილთა რიცხვი,დამარტყამს ზურგზე სველ კიდურებს არსთა სიმრუდე _განწონილ სიტყვებს გაიმეტებს სევდის ქურუმი!მოვხვეტავ თმებით, სხეულიდან, უჯრედთა მასებს,მაკროსამყარო მილიარდჯერ შემიმცირდება;მლიქვნელ მიმიკას შემახვედრებს თვალთა ფართხალი,შემეშინდება საკუთარი ბიოგრაფიის, როგორც სიგიჟის!.._ ჩაშხრიალდება მოლოდინი მრწამსის მილებში,მძაფრი შეხება, ზეგუმანთან, გამითავისებს!..