პოეზია · ლირიკა
მე რა?
ალბათ არ მოგშორდება, ღაწვებიდან ეს დაღი,მერამდენედ გიჩნდება ალბათ კითხვა - მე რა?..გენაცვალეს რატომღაც აღარავინ მეძახის,უკვე ყველა სიმღერაც შემომესიმღერა.
მოასწავებს ნეტა რას დამსხვრეული ოპალი -მერამდენედ გააჩენ, - ალბთ კითხვას - მე რა?..ჩემთვის სადედოფლო და სხვისთვის ნადედოფლარი,სევდიანი ზიხარ და მღიმარ ნიღაბს კერავ.. . .ვიცი არ მოგშორდება ღაწვებიდან ეს დაღი,წერამ ამიყოლია, ავიყოლე წერაც...“გენაცვალეს” არ ველი... არც არავინ მეძახის...მოთმინებით ვზივარ და ვუსმენ სულ სხვა შეძახილს -ერთი ძველი ლექსის და ერთი ძველი მებაღის,მაგრამ სულში ტივტივებს კითხვა, თუმცა მე რა?...