↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეძავის ეპილოგი

გაბაიძე გიორგი

2020-06-121 წთ საკითხავი19624 ნახვა

—
გაუმაძღარი სიქალწულე მიწას მივანდე,ახლა ვხვდები, რომ უფრო მხიბლლავს, ღმერთთან სიშორე,ვიარე ასე ხელგაწვდილი იდუმიამდე,რწმენა, ჩამოშლილ გუმბათებში უფრო ვიშოვე.
მერე ვიწექი მთელ ქალაქთან ნებით თუ ძალით,და დავდიოდი ქუჩა-ქუჩა ვუალით ვიდრე,ვაპურებ სხეულს, შთაგონებით უხორცო ალი,მივდივარ მძიმედ, - (მერამდენედ), მსუბუქ ფეხს ვითრევ.
რამდენი ჯგუფის გადაღეჭა სისხლი ამ გულმა,ძარღვებში მწარე ჟრუანტელად წვეთავდა თოვლი,სადენებივით ახლართულა ჩემი ფაბულა,წავიდა ბევრი, მაგრამ ვიცი, უთუოდ მოვლენ.
სურვილში გავცვლი სილამაზეს, არამართალივიქნები, თუმცა ეს სიმართლე მძიმე როდია,ჟღერს ათძალი და მე კი ვცეკვავ, მე - ჰეროდია,და ცოდვის ყვავი დამტრიალებს თავზე ყრანტალით.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი