↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს ხელებს ვეძებ

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19621 ნახვა

—
აღარ მეშვები უკვე ხანგრძლივიუსასრულობით მტოვებ და არისიწმინდეებით სავსე ბარძიმი,საიდუმლოთი საავსე გრაალი.
აღარ მეშვები, გარეთ შიგნიდანარღვევ ხორცსა და თვალის ბადურებსმიღმა იღვრები, ჩემი წიგნიდანშენ... უშენობა გამანადგურებს.
აღარ მეშვები, საწოლზე იწყებდაუსრულებელ ვარიაციებს,წამომიწია სხეულში სიცხემ...(მამა როგორი კარგი კაცია...)
სიგარეტს სულით ვეშვები, გვიანარ არის, მოდი შენს ხელებს ვეძებ,მონასტრის დების ხელებში, ქვიანნაპირებს მივსდევ და ვიმტვრევ დეზებს.
არ მომეშვები?! სარკეში ჩემხე,ჩამხედე ასეთს - ბავშვივით მტირალს,არ უწერია გახმობა ამ ხეს,ამოსულს ცრემლის გუბურის პირას...........მიდის წამება მაღლა ზღვის დონით,მიაქვს თვალებით სევდა თავისი,რომ არ წააგოს მორიგი ომი,მზეს შეუჩერებს ისუ ნავესი.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი