↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ელი

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19625 ნახვა

—
(თუნთას)
შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.
ის მოვა უბრალოდ, ანაზდად, მომენდე...ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.
შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი,და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.
და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი,შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელივით ციდან მოსული და უარყოფილი.
ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.
და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?!ადიხარ გრძნობების ზეცების ზეცაზე,თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი