↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყეფენ საფეთქლები

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19622 ნახვა

—
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს,ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.
სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე,ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ,როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს,ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი