პოეზია · ლირიკა
ღვიძავთ სურვილებს
(მამა პეტრე კვარაცხელიას)
მოაქვს ფიფქები თბილისისკენთბილი აურით,ვაგონს, რომელიც ვეღარ იტევსსითბოს ამხელას,მოჰყავს შხუილით პოეტი დაუფლის მსახური,როგორც სიშორედაძლეულიგრძნობის გამხელა.
ფიფქი მინაში შემოჭრას რომცდილობდა, ყინვასგაუთოშია, ფიფქი მაინცშემოსვლას ცდილობს,ღვიძავთ სურვილებს, ბეღურებს კიხეებზე სძინავთ,არ წყდება თოვა და გარემოსამგვანებს ტილოს. . .
რომელზეც წერა მოგინდაბაარათუ ლექსის,არამედ ხატის, ანდა ფრესკისდაკაწრვა რწმენით,თოვლია სულში, სისპეტაკედმთოვარი დღეს ის,ხორცშესხმა ფრესკის, ხატის, ლექსის,და ამით ჩვენი.