პოეზია · ლირიკა
გენაცვალეს
გენაცვალე! განა რამე მეტი?ვზივარ შენთან, გაზაფხული მქოჩრავს,სურნელებით მომარიე რეტი,მორჩა მოცდა... და ლოდინიც მორჩა!
გენაცვალე! განა მეტი რამე?მარწუხივით მომეკარი, - მბოჭავ,ეს აღდგომაც გავა, როგორც წამი,მერე მორჩა, უშენობა მორჩა!
გენაცვალე! მეტი რამე განა?ჩავეწვეთე თვალებს შენსას ნორჩებს,ა, - ყელი და გამომისვი დანა,იქნებ ასე ყველაფერი მორჩეს!
გენაცვალე! განა მეტი რამე?გაზაფხული ძველებურად მქოჩრავს,ეს აღდგომაც გავა, როგორც წამი,მერე მორჩა, უშენობა - მორჩა!