↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გავა აღდგომა

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19646 ნახვა

—
ახლა მზესავით მცივა სიშორე,ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე,დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე,ყველა უკლებლივ გავაარტისტე.ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე,ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის,რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე,რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი.ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე,ღამის სიშავეც თითქოს გამრჩობლდა,ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს,ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა.ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი,წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი,მერე ტუჩები როცა გამანდე,ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე.
დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა...წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის...გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, -შენ რომ მოხვალ და... მერე, არ ვიცი...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი