↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯაჭვგაუხდელი

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6563 ნახვა

—
თავმოძულებულს თათრის ბეგარით,გაალმასებულს სპარსთა უღელითძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.უკანასკნელი თურქთა ასკერისასჯერ ხომ მაინც მოხვდა მახვილი,წყლულს იშუშებდა შუბლდანასერი,დარბაზებს დგამდა ომგადახდილი!
ცხარე ბრძოლიდან მობრუნებული,გაგრილებული რკინის პერანგით,თვალს აგელებდა, რომ უნებურიარ დასცემოდა მზირი ვერაგი.
ხნავდა თუ ვენახს ხარდანს უცვლიდა,გარჯა თუ ლხინი ჰქონდა ახალი, _თანდაყოლილი დედის მუცლიდანყველგან თან ჰქონდა ქართველს ფარ-ხმალი.
რწმენა და ენა ბევრმა იცვალა,მხოლოდ ის დარჩა მარად უცვლელი,ტაძარს აგებდა, _ ეცვა წვრილთვალა,ვეფხის წიგნს სწერდა ჯაჭვგაუხდელი.
თავმოძულებულს თათრის ბეგარით,გაალმასებულს სპარსთა უღელითძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი