↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვარის წვეულნი

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5208 ნახვა

—
"წამყე ბეთანიისაკენ..."გალაკტიონიცოტაც დაგავცდებით ქალაქს -ბეთანიას;ღამეპოეტებმა ათიონ...ისე მენატრება სათნო ბეთანია...ბატონო გალაკტიონ.
ცხენთა ნალებიდანწამოკვესებულიციცინათელებიღამეს შეესია;
შეხე: ნასახლარებსსურო შეფენია;მალე ფშატის ტოტზეჭოტი აკივლდება;მალე თვალი აცრის -გაალერსებული -ტყისგედ ეკლესიას.
ზოგან რცხილიანი,ზოგან ეწერია;ზღმარტლი დაუბერტყავსზემო ჭყნეთთან ნიავს;ხვლიკი ბილიკებივეღარ გვეწევიან,აჰა, ბეთანიაც!
მთვარე - შინაბერა,მკლავებს ასავსავებს:- აქ სტუმრებმა ღამეროგორ გაათიონ?..
ქარი ვენახივითარის გასასხლავი,ბატონო გალაკტიონ!
აქ მზითვერ ირწყულებსთამარ მეფე მზერას,ითმენს თვეობით დაეგებ, გამოიხსნასშენმა "ეფერამ" -ფრესკის ტყვეობიდან...
ეგებ, ხეობიდანმერი ამოვიდეს;მეფე-პოეტობაციქნებ გაპატიონ...თავად დაგიდგებილექსის მეამინდედ,ბატონო გალაკტიონ.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი