პოეზია · ლირიკა
მეკუბოვე
ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა დაიმ ერთი ნანახის მევენახემვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.
ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ დამე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.
საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან დაყველა იმ ნანახის მეკუბოვევფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.