↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამზელ

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11714 ნახვა

—
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 მენატრებით, ახლა ის ციტირებს,მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ,მამზელ, შეემზადეთ, თქვენ უნდა იტიროთ,მამზელ, დაგეტოვათ პატარა ანდერძი.
მამზელ, სიცივეა, ღიმილის ნაკეცებს,მამზელ, რა კარგია პირველი ავდრები,მამზელ, არ შეშინდეთ, თქვენ უნდა გაკოცონ,მამზელ, არაფერი, თქვენ უკვე მთავრდებით...
ზუსტი ციტატები, ლამაზი სიცელქე,სავსე ძუძუები და კოცნა–ჰიბრიდი,ოღონდ არ დაიბნეთ, თქვენ უნდა იცეკვოთ,ოღონდ გაფითრება – რისკი თუ ლიბიდო,
ანდა გვირილების მოთეთრო ტკარცალი,ცოთა შამპანური და უხერხულობა,მამზელ, საიდუმლოდ, თქვენ უნდა გაგცვალონ,მამზელ, არც კი იცით თითები, ხელები,
მამზელ, დაგეტოვათ პატარა ანდერძი,მამზელ, გვიანდება, თქვენ უნდა იტიროთ,მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ...მადამ, რა კარგია, როდესაც ციტირებთ.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი