↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზემოური რთველი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6674 ნახვა

—
ჯერ სოფელში კიდევ თბილა,თუმცა მთები დაირთვილა,და ცაც უფრო მუქი გახდა;გზაზე მოდის ჩემი კბილადა ღიღინებს ისე ტკბილად,თითქოს ნატვრა გაინაღდა.
მიდის, ჩადის სავსე ზვარში,მეზობლებთან მხარი-მხარშიმიაშურებს ფერად მტევნებს;სამალაბა მკლავებს გაშლის,გადააგდებს მტევანს ძარშიდა სიმღერას დაადევნებს.
დიდი ძარი წარამარაშეანათებს სოფლის მარანს;საწნეხელიც აკრიალდა;უკვე დილის იჯრად კმარა,რაც სიმდიდრით დაიფარამისი ღრმა და უხვი კალთა.
ბავშმა წყალი მოიტანადა გაჩაღდა ფეხის ბანა,მხიარული ყურძნის სრესვა,აღუღუნდა წვენი თანაც...ყავრის ჭერში ოქროს დანაგაურჭვია დილის მზესა.
მზეა, ქარიც... ფიცხი ჩალანაფუზარში აიშალა,მიეხვეტა ყანის ღობეს;ავსებულა ჯოგით ჭალადა მწყემსები ხმა წკრიალაგვრიტს ესვრიან ფილთა თოფებს.
განგაშშია რთველის ალო,ტაროებით ბრწყინავს კალოდა ქალები სხედან განად...`აბა ერთი, ჩორთას ქალო,შენი სულის სამოწყალოდ,წამოიწყე იავნანა“...
და გაისმის სოფლის ველადნანინა და ოროველაჩანგურული კილოს ხმაზე...უკვე რა ჭირს მთებში ბნელა,მთვარე _ ძროხის ერთი წველადევს პერანგას ქიმის ჯამზე.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი